სასწრაფოდ გარდაიცვალა ცნობილი ჟურნალისტი….

loading...

ჟურნალისტი ნინო სულაბერიძე, რომელსაც რამდენიმე წლის წინ თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინდა, გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ბოლო წლები ნინო სულაბერიძე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა. ოჯახს რესურსი აღარ გააჩნდა და რამდენიმე საქველმოქმედო ღონისძიებაც გაიმართა მის დასახმარებლად.

დაავადების შესახებ ნინომ 2015 წელს სოციალურ ქსელში თავად დაწერა და საზოგადოებას დახმარებას სთხოვა.

“ამ სიფრიფანა ფურცელის დაჭერა ისეთივე მძიმე აღმოჩნდა ჩემთვის, როგორც იმ დიაგნოზის მოსმენა, რომელიც დაახლოებით ნახევარი წლის წინ მოვისმინე: თავის ტვინზე სიმსივნური წარმონაქმნი. რომლის ამოკვეთის ოპერაცია ოთხი თვის წინ საქართველოში გავიკეთე, თუმცა უშედეგოდ. აღმოჩნდა, რომ ისეთ რთულ ადგილას არის საჭიროა ხელახალი ოპერაცია და მკურნალობა, რომელიც 15 სექტემბერს არის დაგეგმილი გერმანიის კლინიკაში და რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ვინც კარგად მიცნობს მან იცის, როგორი რთულია ჩემთვის დახმარების თხოვნა, თუმცა Merabi Manana Gegechkori Gabrichidze -მ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ გაიგო და დამირეკა მინდა ორგანიზება გავუკეთო ყველაფერს შენს დასახმარელადო, მივხვდი არაფერია გვერდში დგომის ფასი, ვერაფერს გააკეთებს ადამიანი მარტო და სიამოვნებით დავთანხმდი. არ შეიძლება დახმარებაზე და სიკეთის კეთებაზე უარის თქმა. დიდი მადლობა TV Inkognito-ს და მასთან ერთად უამრავ ადამიანს.

არ შემიძლია უღრმესი მადლობა არ გადაგიხადო შენ Jumber Partsakhashvili იმდენად საოცარი ადამიანი ხარ ჩემთვის სიტყვები არ მყოფნის იმ მადლიერების გადმოსაცემად, რომელსაც შენს მიმართ განვიცდი. ანგელოზივით, რომ არ გამოჩენილიყავი ჩემ ცხოვრებაში და სწორ გზაზე არ დაგეყენებინე, არც დღევანდელი დღე იქნებოდა ესე იმედიანი და არც მე ვიდგებოდი უშენოდ ამ გზაზე, არადა სწორად შერჩეული გზით სიარულია ამ ცხოვრებაში გამარჯვებისთვის ყველაზე მთავარი. საოცარი ადამიანი ხარ და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა შენ ყველაფრისთვის.

უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ უკვე ბევრნი ხართ და დღითი-დღე კიდევ უფრო ბევრნი ხდებით. ძალიან მახარებთ და მაძლიერებთ. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ყველას: ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნაცნობებს და სრულიად უცხო ადამიანებს, რომლებიც აზიარებთ ჩემს სურათს და ამხელა სიტბოს და თანადგომას გამოხატავთ“ – წერდა ნინო სულაბერიძე 2015 წელს. ნინოს მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ᲗᲮᲝᲕᲜᲐ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ ᲓᲐᲐᲭᲘᲠᲝᲗ ᲛᲝᲪᲔᲛᲣᲚ ᲠᲔᲙᲚᲐᲛᲐᲡ ᲓᲐ ᲓᲐᲔᲮᲛᲐᲠᲝᲗ ᲡᲐᲘᲢᲡ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲨᲘ

loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*